დანიელი კრისტიან ერიკსენი მილანის „ინტერის“ ბაზას სტუმრობდა. ფეხბურთელს თანაგუნდელებთან ურთიერთობა მონატრებია და გაუმხილა, რომ მაქსიმალურად ეცდება მწყობრში სწრაფად დაბრუნებას.
სავარაუდოდ, ამას 4-5 თვე დასჭირდება. ასე გათვალეს დანიელმა ექიმებმა, რომელთა მეთვალყურეობითაც კრისტიანი სარეაბილიტაციო კურსს გადის. შეგახსენებთ, რომ ერიკსენმა ევროპირველობის მატჩის მსვლელობისას (ფინეთთან 0:1) გონება დაკარგა და 15 წუთის განმავლობაში ჩატარებული რეანიმაციის შემდეგღა გაახილა თვალი.
ერიკსენი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას არ უჩივის, კარიერის დასრულებაზე კი სიტყვის გაგონებაც არ უნდა.






