Breaking News

როცა თამაში მოგებული გვეგონა…

უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ შინ თურქულ „სივასსპორთან“ 1:2 დამარცხდა და საპასუხო მატჩის წინ საქმე გაირთულა.

არადა, თავისუფლად შეიძლებოდა თურქეთში ჰანდიკაპით ჩავსულიყავით. მამუჩაშვილის გოლით „დინამო“ მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა და ჩვენებს მერეც ჰქონდათ საგოლე მომენტები.

თუმცა, მანამდე უღიმღამოდ მოთამაშე „სივასმა“ როგორც კი თამაში ააჩქარა, ზღვისპირული გუნდის დაცვაში პრობლემებმა იჩინა თავი და თურქებმა ამით ორჯერ ისარგებლეს. აქედან მეორე, მსაჯის მიერ კონპენსირებული დროის მეხუთე წუთზე.

სულ ბოლოს ჯიღაურს ჰქონდა მომენტი და შეიძლებოდა ფრე დაფიქსირებულიყო, მაგრამ მეტოქის მეკარემ კარგად ითამაშა და ახლა ბათუმელებს ურთულესი ამოცანის გადაჭრა მოუწევთ.

საპასუხო მატჩი 12 აგვისტოს გაიმართება.

ირაკლი ნინიძე

ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...