The sincerest defence of Pablo Aimar: "Leo Messi is the best of the world always"მოლიდინი დიდია. წესით და რიგით, ლეო მესი ახალ კონტრაქტს ხელს დღეს მოაწერს. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ლა ლიგამ მსხვილ საინვესტიციო ფონდთან გააფორმა ხელშეკრულება.

ინვესტორთა ფულიდან „ბარსას“ წილი 280 მილიონი ევროა. აქედან 42 მილიონის დახარჯვა კლუბს ხელფასებსა და ტრანსფერებზე შეუძლია, დანარჩენით კი ბიუჯეტში გარღვევა უნდა დააფაროს.

გეგმის მიხედვით, კონტრაქტის გაფორმებას ლეოს მამაც დაესწრება. სავარაუდოდ, მესი „გამპერის თასზე“ ტურინის „იუვენტუსთან“ მატჩზე მაყურებლის რანგში მივა და ქომაგებს სიტყვით მიმართავს.

P.S. ეს ინფორმაცია უკვე მზად იყო, როცა ბარსელონადან დაიქუხა – ხელმოწერა გამოირიცხაო. არადა, გუშინ საღამოს ავტორიტეტული ესპანური მედია სწორედ კონტრაქტის გაფორმების მოლოდინში იფშვნეტდა ხელებს. მესის წასვლით ფინანსური ზარალი მიადგება არამხოლოდ „ბარსელონას“, არამედ ლიგის ყველა კლუბს – პარტნიორები უკვე ფეხს ითრევენ. კულისებში პსჟ და „სიტი“ ახსენეს მესის კონტექსტში, მაგრამ კითხვის ნიშნები იმდენია, გადაჭრით ვეღარაფერს იტყვი.