ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოდ დარჩა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნაკრების წევრი რამაზ ზოიძე.
ჩვენებური ნახევარფინალში გერმანელ ფრენკ შტაბლერს დაეჭიდა. თავიდან 0:5 ჩამორჩა, შემდეგ ოთხი ქულა კი აართვა მეტოქეს, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა.
შეგახსენებთ, რომ ზოიძემ მერვედფინალში 2016 წლის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კუბელი ისმაელ ბორერო მოლინა 3:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ აკერ ალ ობაიდი 10:0 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ირანელ მოჰამადრეზა გერაესთან დამარცხდა.