Day: August 4, 2021

Home 2021 August 04 (Wednesday)
რა შუაშია საქართველო?
Post

რა შუაშია საქართველო?

რუსულ მედიაში ლამის პანიკაა: მათი გუნდის ერთადერთ წარმომადგენელს კარატეში კოვიდი დაუდასტურდა და მწვრთნელებთან ერთად უკვე გამოამგზავრეს სამშობლოში. ანა ჩერნიშოვას ვირუსი მხოლოდ ტოკიოში გამოაჩნდა, საპანიკო კი რუსებს ის აქვთ, რომ მასთან ერთად იაპონიაში რუსი თავისუფალი მოჭიდავეებისა და მხატვრული ტანმოვარჯიშეების გუნდები გაფრინდნენ. სხვისი ცუდი როგორ უნდა გესიამოვნოს, მაგრამ ორივე ამ სახეობის წარმომადგენლებს ორ-ორჯერ გატესტავენ (სავალდებულო და საკონტროლო)...

უმჩატესი ოქრო
Post

უმჩატესი ოქრო

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია. ამაში ეჭვი, ალბათ, არც არავის ეპარებოდა. მთავარი იყო ოფიციალური დასტური და ეს დასტური ლაშამ 4 აგვისტოს მიიღო. ახლა უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, პირველ დისციპლინაში, ატაცში, +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე ფიცარნაგზე სამჯერ გავიდა: ჯერ 208 კილოგრამი შტანგა ასწია, შემდეგ – 215, ბოლოს კი, 223 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ატაცის შემდეგ...

წაქცეულმა სირბილში მოიგო
Post

წაქცეულმა სირბილში მოიგო

ქალთა შორის 1500 მეტრზე სირბილის საკვალიფიკაციო ეტაპზე კენიელი ედინა ჯებიტოკი მოულოდნელად დაეცა. მას კვალში ერთ-ერთი ფავორიტი, ეთიოპიური წარმოშობის ნიდერლანდელი სიფან ჰასანი ედგა, რომელმაც მეტოქეზე გადახტომა ვერ მოასწრო და ასევე დაეცა. სიფან ჰასანს შეეძლო პროტესტი გამოეთქვა – ის ხომ დამნაშავე კი არა, მსხვერპლი იყო და ფინალში გადაიყვანდნენ. ამის ნაცვლად ის წამოხტა და დაწინაურებულებს დაედევნა. დაედევნა რომელია...

ზოიძე ვერც ბრინჯაოს შეწვდა
Post

ზოიძე ვერც ბრინჯაოს შეწვდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოდ დარჩა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნაკრების წევრი რამაზ ზოიძე. ჩვენებური ნახევარფინალში გერმანელ ფრენკ შტაბლერს დაეჭიდა. თავიდან 0:5 ჩამორჩა, შემდეგ ოთხი ქულა კი აართვა მეტოქეს, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა. შეგახსენებთ, რომ ზოიძემ მერვედფინალში 2016 წლის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კუბელი ისმაელ ბორერო მოლინა 3:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ აკერ ალ...

ტოკიოში ვირუსის კერა იპოვეს
Post

ტოკიოში ვირუსის კერა იპოვეს

როგორც იაპონური სააგენტოები იუწყებიან, გასული დღე-ღამის განმავლობაში 29 ადამიანი დავირუსდა იმათგან, ვინც ასე თუ ისე ჩართულია ოლიმპიადაში. ეს თამაშების დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორშაბათს ვირუსი აღმოუჩინეს საბერძნეთის სინქრონული ცურვის გუნდის წევრს. მოგვიანებით დადებითი ტესტი მისმა კიდევ ოთხმა თანაგუნდელმა ჩააბარა. „კოვიდის გავრცელების წყარო საბერნეთის გუნდშია. 5 სპორტსმენი და მათთან კონტაქტში მყოფნი კოვიდ-სასტუმროში გადავიყვანეთ“, – თქვა ორგკომიტეტის...

ზლატანს უარი უთხრეს
Post

ზლატანს უარი უთხრეს

საოცარი კაცია ზლატან იბრაჰიმოვიჩი. გაირკვა, რომ ამ ზაფხულს „მილანის“ დატოვება და თავის ერთ-ერთ ძველ კლუბში „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა სდომებია. ეს ამბავი ფრანგულმა გაზეთმა „ლე პარიზიენმა“ დაწერა. გაზეთის თანახმად იბრას აგენტმა, საქვეყნოდ ცნობილმა მინო რაიოლამ წამოიწყო კიდეც პარიზელებთან მოლაპარაკებები, მაგრამ… პასუხად ზრდილობიანი, ოღონდ ცივი უარი მიიღო. პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოს რაიოლასთვის შეუთვლია, რომ მის კლუბს...

კეინი vs ტოტენჰემი
Post

კეინი vs ტოტენჰემი

„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ ჰარი კეინს შეუთვალა, რომ ის სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს გუნდში, თავდამსხმელმა კი ეს მოწოდება ყურად არ იღო, რითაც კლუბი კიდევ უფრო განარისხა. ფეხბურთელმა, რომელსაც „სფურზიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ უნდა გადასვლა ბაჰამებზე არდადეგები თვითნებურად გაიხანგრძლივა და მართალია, ახლა უკვე ლონდონშია, მაგრამ რეგულაციების თანახმად, როგორც უცხოეთში ნამყოფი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. მან შემოთვალა, რომ სულ მცირე კვირამდე გუნდში...