ბავშვობის მეგობრები: მესი და ფაბრეგასი

კატალონიურმა „სპორტმა“ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა: ლეო მესიმ და „ბარსელონამ“ საერთო ენა გამონახეს. მხარეები გააფორმებენ კონტრაქტს 2026 წლამდე. ფეხბურთელმა ხელფასის ნახევარი დაიკლო. ამ ამბავს ოფიციალურად მალე გამოაცხადებენ.

„სპორტი“ სიამაყით წერს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც თავად წინასწარმეტყველებდა. არგენტინელს კატალონიურ კლუბთან ძველი ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს გაუვიდა. გარშემო ყველა ახალ შეთანხმებას ელოდა, გამოცემა კი დაბეჯითებით აცხადებდა, რომ აგვისტომდე არაფერი მოხდებოდა.

მოაგვარა რა მესის საკითხი, „ბარსელონა“ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან განაგრძობს მოლაპარაკებას. ამ მოლაპარაკებათა მიზანი მათთვის გასამრჯელოს 40 პროცენტით შეკვეცაა. ლაპარაკია ჟერარდ პიკეზე, სერხიო ბუსკეტსზე, ჟორდი ალბასა და სერხი რობერტოზე.

რაც შეეხებათ სამუელ უმტიტის, მირალემ პიანიჩს, მარტინ ბრაიტვაითს, ანტუან გრიზმანსა და ფილიპე კოუტინიუს, მათ ან უნდა შეიმცირონ ხელფასები, ან კლუბიდან უნდა წავიდნენ.

სანამ მისი წარმომადგენლები „ბარსელონასთან“ საქმეებს აგვარებენ, მესი ოჯახითურთ ლუის სუარესს, სესკ ფაბრეგასსა და მათ ოჯახებთან ერთად იბიცაზე ისვენებს.