ABRAMYAN Benik Archives - KOBI-TV NBC5 / KOTI-TV NBC2ჩვენიანი მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან მოიხსნა.

მძლეოსანს ორგანიზმში სამი აკრძალული პრეპარატი – დეჰიდროქლორომეთილ-ტესტოსტერონი, მეტანდიენონი და ტამოქსიფენი აღმოაჩნდა. 36 წლის აბრამიანს უფლება აქვს, რომ კიდევ ერთი ტესტის ჩატარება მოითხოვოს.

აბრამიანი მეორე სპორტსმენია, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე დოპინგის გამო მოიხსნა. ბირთვის მკვრელი ჩვენიანი სპორტსმენი 3 აგვისტოს საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა გასულიყო.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა არ დაახანა და განცხადებაც უმალ გაავრცელა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან  ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი. დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.

მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები. აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი“, – წერია განცხადებაში.

წილი
წინა სტატიამესი და ბარსელონა შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიაზოიძე ბრინჯაოზე გადავიდა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...