საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე სიმაღლეზე მხტომელ ვაჟთა შორის. იტალიელმა დემარკო ტამბერიმ და ყატარელმა მუტახ ესა ბარშიმიმ თანასწორად იარეს. 2,37 მეტრის ჩათვლით სპორტსმენებმა ყველა სიმაღლე პირველი ცდით დაძლიეს. 2,39 მეტრზე გადებულ თამასას ვერც ერთი ვერ გადაევლო და საქმეში შეჯიბრების მსაჯი ჩაერია. მან სპორტსმენებს არჩევანი შესთავაზა: ან საზიარო ჩემპიონობა, ანაც ხტომის გაგრძელება. მეორე ვარიანტში ხტომები უკვე დაძლეულ სიმაღლეებზე გრძელდება ზემოდან ქვემოთ რომელიმეს შეცდომამდე. აბა, როგორია ასეთ დროს გარისკვა?! იტალიელმა და ყატარელმა ღიმილით გადახედეს ერთმანეთს და პასუხიც მზად იყო – გამოუშვით საზიარო ჩემპიონობა! მერე იტალიელი სიხარულით შეიშალა, ყატარელმა კი უბრალოდ იტირა. ვერცხლის მედალი გაუთამაშებელი დარჩა. ბრინჯაო ბელარუს მაქსიმ ნედასეკოვს ერგო, რომელმაც ასევე დაძლია 2,37 მ, მაგრამ იქამდე მისვლას ჩემპიონებზე მეტი ცდა მოანდომა.

წილი
წინა სტატიანახტომი XXII საუკუნეში
შემდეგი სტატიამინგსს ფსიქოთერაპევტის დახმარება დასჭირდა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".