ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მსოფლიო რეკორდების სიუხვით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რაც ოლიმპიურ სტადიონზე ქალთა სამხტომის სექტორში მოხდა, ნამდვილი ფანტასტიკა გახლავთ. ვენესუელელ იულიმარ როხასს შეეძლო აღარც გადამხტარიყო. ყველა კონკურენტს დასრულებული ჰქონდა გამოსვლა და მასღა ჰქონდა დარჩენილი ერთადერთი ცდა, რომელიც აღარ სჭირდებოდა. იულიმარ როხასი უკვე ოლიმპიური ჩემპიონის რანგში გავიდა ბილიკზე. იდეალური გამორბენი, სამი აფრენა და… 15,67 მეტრი!

თუ მძლეოსნობა ნაკლებად გიტაცებთ, ეგებ უცბად ვერ გაითავისოთ ახლი მსოფლიო რეკორდის სიდიადე, რომელიც უკკვე დაძველებულზე 17 (!) სანტიმეტრით მეტია. წინა რეკორდი (15,50 მ). უკრაინელ ინესა კრავეცს ეკუთვნოდა და მას 1995 წელს შვედურ გეტებორგში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ახლოს ვერავინ გაეკარა. სამწუხაროა, რომ ამ “ნახტომს მომავალ საუკუნეში” გადაჭედილი ტრიბუნების ოვაცია დააკლდა. არადა, ღირდა.