Month: August 2021

Home 2021 August
ბასილაშვილმა უბრძოლველად მოიგო
Post

ბასილაშვილმა უბრძოლველად მოიგო

ამერიკის ღის პირველიბის პირველი წრე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეტოქის ჯანმრთელობის ხარჯზე გაიარა. ჩვენებურის მეტოქე წარსულში ცნობილი ჩოგბურთელის პეტრ კორდას ვაჟი სებასტიან კორდა იყო. ბასილაშვილმა თამაში მძლავრად დაიწყო. თითო საკუთარი გეიმის მოგების შემდეგ ჩვენებურმა ორჯერ აართვა ჩაწოდება მეტოქეს და 5:1 დაწინაურდა. მერე უკვე სეტის მოგება მარტივი საქმე იყო – 6:2. თუმცა, კორდას ეტყობოდა, რომ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები...

რა დააშავა რონალდუმ?
Post

რა დააშავა რონალდუმ?

რატომ გაუშვეს ტურინიდან კრიშტიანუ რონალდუ? სამი წლის წინ ასე ზარზეიმით მიღებულ პორტუგალიელს კონტრაქტით კიდევ ერთი წელი უნდა ეთამაშა „იუვენტუსში“. 2023 წლამდე დარჩენაზეც იყო თანახმა, მაგრამ დაუნანებლად გაასხვისეს იმაზე იაფად, ვიდრე მოსკოვის ცეესკამ ვლაშიჩი. რა მოხდა? რა დააშავა რონალდუმ? არც არაფერი. სამ სეზონში 101 გოლი დიდებული მაჩვენებელია. მაგრამ, მოდით მოვლენები მაქსიმალურად ნეიტრალურად შევაფასოთ: 27 აგვისტოს მასიმილიანო...

საქართველომ მსოფლიოსთვის მეტოქეები გაარკვია
Post

საქართველომ მსოფლიოსთვის მეტოქეები გაარკვია

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ფიბას ოფისში გაიმართა. ევროპის ზონის 32 გუნდი 8 კალათაში განაწილდა. საქართველო საკალათბურთო ნაკრები G ჯგუფში ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მოხვდა. ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო მეორე ეტაპზე გავა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე G ჯგუფის სამეული H ჯგუფის...

მბაპედან კამავინგაზე
Post

მბაპედან კამავინგაზე

„რეალი“ კილიან მბაპედან ედუარდო კამავინგაზე გადაერთო. „თეთრები“ „რენის“ ნახევარმცველის შეძენასთან ახლოს არიან. ფრანგულმა „კანალ პლუსმა“ დაადასტურა ესპანური AS-ის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „რეალმა“ და „რენმა“ გამონახეს საერთო ენა ანგოლური წარმოშობის ფრანგთან (3 შეხვედრა საფრანგეთის ნაკრებში) დაკავშირებით. გუშინ მხარეებს რამდენიმე წვრილმანიღა ჰქონდათ შესათანხმებელი. ხსენებულ მოლაპარაკებათა გამო „რენმა“ კამავინგა ბოლო შეხვედრებში სათადარიგოთა სკამზე დასვა. რამდენადაც ცნობილია, მადრიდელები...

მოლაპარაკებები დასრულდა!
Post

მოლაპარაკებები დასრულდა!

ესეც სატრანსფერო ბაზრის მორიგი ოინი: „რეალის“ წარმომადგენლები საფრანგეთის დედაქალაქში „პარი სენ ჟერმენთან“ კილიან მბაპეს ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად იყვნენ და… ესპანეთში ხელცარიელები დაბრუნდნენ. მათ ვაჭრობა შეწყვიტეს. ცნობილია, რომ თავიდან მადრიდელებმა პსჟ-ს 160 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. შემდეგ მათ შეთავაზებული თანხა 200 მილიონამდე გაზარდეს და როდესაც შედეგი ამანაც ვერ მოიტანა, მოლაპარაკებები შეწყვიტეს. „მარკა“ წერს, რომ კილიან...

ბრაზილია ინგლისელებს დაუპირისპირდა
Post

ბრაზილია ინგლისელებს დაუპირისპირდა

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ექვს ინგლისურ კლუბს ებრძვის. ის მათგან კარს მომდგარი შესარჩევი მატჩებისთვის 9 ფეხბურთელის გათავისუფლებას ითხოვს. პრემიერლიგის კლუბები გასულ კვირას არაოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ სანაკრებო შეკრებებზე არ გაუშვებენ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც covid 19-ის რუკაზე წითელ ზონაში მყოფი ქვეყნებიდან არიან. მიზეზი: ბრიტანეთში რომ დაბრუნდებიან, მათ ათდღიან კარანტინში მოუწევთ ჩაკეტვა და ჩემპიონთა ლიგის თამაშებს გამოტოვებენ. ბრაზილიის ნაკრებს...

მბაპე რეალს მიუახლოვდა
Post

მბაპე რეალს მიუახლოვდა

დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მორიგი ხმაურიანი გარიგების მომსწრე გავხდებით. ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ გუნდს კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი, კილიამ მბაპე შეიცვლის. ფრანგული და ესპანური გამოცემების ცნობით, 30 აგვისტოს დილით პსჟ-მ მბაპეს ახალი კონტრაქტი კიდევ ერთხელ შესთავაზა, მაგრამ ისევ უარი მიიღო. ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბს პირდაპირ განუცხადა, რომ  ხელშეკრულების განახლებას არ აპირებს და ამაზე ლაპარაკს...

კავანის ნაკრებში აღარ ელიან
Post

კავანის ნაკრებში აღარ ელიან

ედინსონ კავანი არ მიიღებს მონაწილეობას ეროვნული ნაკრების უახლოეს შეხვედრებში, რომლებსაც ურუგვაელები პერუს, ბოლივიის და ეკვადორის წინააღმდეგ გამართავენ. კავანი ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში იყო შეყვანილი, მაგრამ ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციის საიტზე შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა: “იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელთა მიმართებაში შეიქმნა, ურუგვაის საფეხბურთო ასოციაცია აუქმებს ედინსონ კავანის გამოძახებას ეროვნულ ნაკრებში”. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის კლუბებმა უარი თქვეს...

უზბეკმა იტალიელებს პოლონელი გოგონა აპოვნინა
Post

უზბეკმა იტალიელებს პოლონელი გოგონა აპოვნინა

ელდორ შომუროდოვი აგვისტოს დასაწყისში “ჯენოადან” “რომაში” გადაბარგდა და “მგლებთან” 5-წლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდა. უზბეკი ფორვარდის ტრანსფერის შესახებ განცხადებამ პოლიციას დაკარგული პოლონელი გოგონა აპოვნინა. საქმე ისაა, რომ 2019 წლიდან მოყოლებული “რომამ” ტრადიცია დაამკვიდრა და ყოველ სატრანსფერო კლიპს ახლავს განცხადება დაკარგული ბავშვის შესახებ. იქვეა მითითებული კონტაქტები, სადაც შეიძლება დაუკავშირდეს ბავშვის მპოვნელი ან დამნახავი. აქციას არ აქვს ფარგლები და...

რა ეშველება ტორპედოს? ალბათ, არაფერი!
Post

რა ეშველება ტორპედოს? ალბათ, არაფერი!

„ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგის“ განცხადება ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ აუქციონთან დაკავშირებით: “ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არსებული პირობებით ქუთაისის „ტორპედოს“ აუქციონში მონაწილეობას არ მივიღებდით. ბიზნესის მხრიდან პირველი აუქციონის აბსოლუტურმა იგნორირებამ და შედეგად აუქციონის ჩაშლამ კლუბის ამჟამინდელი მეპარტონე – ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ინტერესის გასაჩენად საჭირო იყო პირობების შეცვლა და ბიზნესის მომთხოვნა-საჭიროებებზე მორგება. გამოცხადდა ახალი...