Ole Gunnar Solskjaer: Marcus Rashford to Return from Injury Before End of  Season | Bleacher Report | Latest News, Videos and Highlights„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რაშფორდი მომდევნო კვირაში ოპერაციას გაიკეთებს. მან მხრის კუნთი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიზიანა და მას შემდეგ ტკივილგამაყუჩებლებით გადიოდა მოედანზე.

რაშფორდი გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს შეხვდა და აუხსნა, რომ ასე დიდხანს გაგრძელება აღარ შეიძლება და პრობლემა უნდა მოგვარდეს.

სულშერი დათანხმდა, თუმც რაშფორდის სრულფასოვნად შეცვლა ძალიან ძნელია. გასულ სეზონში ყველა ტურნირის ჯამში მარკუსმა 57 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით ის მოედანს მხოლოდ ნოემბერში დაუბრუნდება.