საფეხბურთო ევროპაში სატრანსფერო სეზონი გახურდა. მწვრთნელების უმეტესობა კლუბებს ახალი მოთამაშეების შეძენას სთხოვს. „ბარსელონას” თავკაცი რონალდ კუმანი კი ფრთხილობს. კატალონიურმა მაუწყებელმა RAC1-მა შეიტყო ორი ფეხბურთელის შესახებ, რომელიც ჰოლანდიელს შესთავაზეს, მან კი შორს დაიჭირა.
ორივე მოთამაშე 23 წლისაა. ერთი გახლავთ პორტუგალიელი, მეორე კი არგენტინელი.
პორტუგალიელი რენატო სანჩესი ნახევარმცველია. ის, 2019 წელს, „ბაიერნისგან” „ლილმა” იყიდა. ფრანგულმა კლუბმა გერმანულს მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა. სანჩესი „ლილის” შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
მას ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 30 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.
მეორე მოთამაშე, რომელზეც კუმანმა უარი თქვა, არგენტინელი ცენტრალური მცველი კრისტიან რომეროა, რომელიც „იუვენტუსმა” იჯარის წესით ჯერ „ჯენოაში” გაუშვა, შემდეგ კი „ატალანტაში”.
რომეროს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 5 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.