არის ოქრო!!! ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და იაპონიის დედაქალაქში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ბექაურმა ფინალში ჩინებულად იჭიდავა. დასაწყისშივე მეტოქეს ვაზარი აართვა, დარჩენილ დრო კი, კარგად წარმართა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

ოქროსკენ მიმავალ გზას ბექაური პოლონელი პიოტრ კუჩერას ძლევით შეუყვა, შემდეგ ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი, ვისაც ყაზახი დავლათ ბობონოვი მიჰყვა, ხოლო ნახევარფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრი მიხაილ იგოლნიკოვი დასცა ტატამზე.