2019 წელს, ესპანელი პედრო პორო „ჟირონადან” „მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. მაშინ პორო 20 წლისა ხდებოდა. ინგლისურმა კლუბმა მასში 13 მილიონი ევრო გადაიხადა.
ახლა, დაირხა ხმა, რომ „ქალაქელები” ესპანელს პორტუგალიაში, ლისაბონის „სპორტინგში” ყიდიან. უფრო სწორედ, ის ერთი ხანია იჯარის წესით ისედაც თამაშობს „სპორტინგში”, სადაც 37 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. როგორც ჩანს, დადგა დრო, როდესაც ფეხბურთელმა და ინგლისურმა კლუბმა ტანჯული ურთიერთობა უნდა დაასრულონ.
თავად მარჯვენაფლანგელი ამბობს, რომ „სიტის” მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მისთვის ცხოვრებაში ერთი სიტყვაც არ უთქვამს. არც კი გამოლაპარაკებია.
პორტუგალიური „ა ბოლასთვის” მიცემულ ინტერვიუში პორომ თქვა: „მას ჩემთვის მართლა არასდროს გაუცია ხმა. მგონი არც კი იციდა, რომ კლუბმა, რომელშიც ის მუშაობს, ახალი ფეხბურთელი იყიდა”.
პოროსთვის „სიტიში” თავის დასამკვიდრებლად დრო არც მიუციათ. გადავიდა თუ არა „სიტიში”, მას, როგორც ბარგს, ხელი დაავლეს და იჯარის წესით „ვალიადოლიდს” მისცეს. შემდეგ, უკვე იყო „სპორტინგი”.