ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბევრი იბრძოლა ფავორიტად შერაცხულ გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც დამარცხდა – 4:6; 6:7.
ზვერევმა თამაში მძლავრი ჩაწოდებებით დაიწყო და ბასილაშვილი ვერაფერს უხერხებდა, თუმცა თავადაც კარგად აწვდიდა და დიდი ხანი ანგარიში თანაბარი იყო. თუმცა, მე-10 გეიმში საკუთარი ჩაწოდება დათმო და სეტიც წააგო – 4:6.
მძლავრად დაიწყო ზვერევმა მეორე სეტიც. მატჩის მიწურულს კი, დიდი უპირატესობა მიიღო – 5:3 და ჩაწოდებაზე თავად დადგა. თამაშის მიმდინაორებიდან გამომდინარე მატჩის გადარჩენა შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ სწორედ ეს შეუძლებელი შეძლო ნიკამ – ჯერ სამი მატჩ-პოინტი გადაარჩინა, შემდეგ უკუბრეიკიც შეასრულა, საკუთარი ჩოწოდებაც მოიგო და ანგარიში გაათანაბრა – 5:5.
ჩოგბურთელებმა კიდევ თითო გეიმი მოიგეს და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. იქ კი, ზვერევი ოდნავ უკეთესი იყო, ნიკამ მაინც გაიბრძოლა, კიდევ ერთი მატჩ-პოინტი გადაარჩინა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო და მატჩი დათმო.