ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე მოკრივე ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში გავიდა და მინიმუმ ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

69 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მადიევი რინგზე უგანდელ შადირ ბვოგს შეხვდა. მსაჯების გადაწყვეტილებით ბრძოლა მადიევის სასარგებლოდ დასრულდა – 3:1. ერთმა მსაჯმა ორივე მოკრივეს თანაბარი ქულები მიანიჭა.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულებამეოთხედფინალში მადიევი მსოფლიო ჩემპიონს, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრების წევრ ალექსანდრ ზამკავოის 30 ივლისს შეხვდება.

მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტატო გრიგალაშვილი, მაგრამ ქართველი ძიუდოისტი შინ ხელცარიელი დაბრუნდება.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე ბელგიელი მატიას კასე იყო, რომელმაც ძალიან მალე იპონზე დააგდო ჩვენებური.

მანამდე გრიგალაშვილმა ტაჯიკი ახმად მუროდოვი დამარცხა, შემდეგ კი, სუნგჰო ლიი დასცა იპონზე, მაგრამ მეოთხედფინალში მონღოლ საიდ მოლაესთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც უზბეკ შაფოროდინ ბოლბოტაევს მოუგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ავსტრიის სახელით შამილ ბორჩაშვილმა მოიპოვა.