
– ოლიმპიადაში მონაწილეობს 205 ქვეყანა.
– ჯერჯერობით მედლები მოიპოვეს 39 ქვეყნის წარმომადგენლებმა.
– ჩვენ ორი ვერცხლის მედლით 25-ე ადგილს ვიყოფთ ბრაზილიასთან და ტაივანთან.
– ჩვენ უკან არიან: ესპანეთი, სერბეთი, ჩეხეთი, ბელგია, ბულგარეთი, შვეიცარია…
– ჯერ საერთოდ უმედლოდ არიან: გერმანია, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი და ბევრი სხვა მოვლილ-დავარცხნილი ქვეყანა.
ბუნებრივია, მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ ყველა ჩვენი სპორტსმენი ვერ აიღებს მედალს და ყველა აღებული მედალიც ვერ იქნება უმაღლესი სინჯის.
ქომაგობა და აზარტი? ეგ რამდენიც გინდა.
სპორტმა იმედგაცრუებაც იცის, მაგრამ გამარჯვებისას სიხარულის ვულკანიც ხომ ამოხეთქავს ხოლმე.
აბა სად წავა?! აუცილებლად ამოხეთქავს. სულ ნარჩევი ქართველები თავის რიგს ელიან.
