შეიძლებოდა, ეს სასიამოვნო ახალი ამბავი ჭორად ჩაგვეთვალა, თავად იურგენ კლოპს რომ არ ეთქვა.

„ვირჯილი აღდგენით პროცესებს აგრძელებს. ვარჯიშებზე სრულ დატვირთვას ვარიდებთ, თუმცა ისე კარგად გამოიყურება, შესაძლოა 29 ივლისს ბერლინის „ჰერტასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში რამდენიმე წუთით მოედანზეც კი შევუშვათ. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ჯერაც მსჯელობის პროცესში ვართ“,- განაცხადა „ლივერპულის“ თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დაიკმა ტრავმა შარშან ოქტომბერში „ევერტონთან“ დერბიში მიიღო, უმისოდ კი გუნდს არცთუ წარმატებული სეზონი ჰქონდა.