ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა. ჩვენებური ფინალში მასპინძელ ჰიფუმი აბეს დაეჭიდა. ჩვენიანი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან ვაზარით დამარცხდა.
66 კილოგრამწონით კატეგორიაში მოჭიდავე მარგველაშვილმა ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა – რუს იაკუბ შამილოვს ვაზარით სძლია, ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს იპონით მოუგო, ხოლო ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ან ბაულს დამატებით დროში, მძიმე ბრძოლაში ვაზარით აჯობა.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
