შეიძლება იყოს 1 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულებამიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ქართულ ყულაბაში მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლის მედალია, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ჩვენი გუნდი 24-ე ადგილს იყოფს რამდენიმე სხვასთან.

საქართველო ამ ცხრილში ისეთ ქვეყნებზე წინ დგას, როგორებიცაა ინდოეთი, გერმანია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა…

ლიდერები ადვილად პროგნოზირებადი იყო: ჩინელების მონგარი 6 ოქროა, მასპინძელი იაპონელების 5 და აშშ-ს – 4.

ამ სამეულს საგრძნობი ჩამორჩენით მისდევენ სამხრეთ კორეა, იტალია, საფრანგეთი და რუსეთი.