შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობაში-(ი)ს გამოსახულებატოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე პირველ დღეს მედალთან ყველაზე ახლოს ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე იყო. ჩვენებურმა საწყის ეტაპებზე ორი ეგვიპტელი – მოჰაბ სამერი 15:10 და ზიად ელსისი 15:12 დაამარცხა.

ბაზაძემ მეოთხედფინალში სენსაციურად მოუგო ტურნირის მთავარ ფავორიტად მიჩნეულ, მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერ კორეელ სანგუკ ონს – 15:13 და ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა.

სანდრო ნახევარფინალში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ შილაგს შეხვდა და 4:1 დაწინაურდა, მაგრამ მერედამერე უფრო გამოცდილმა უნგრელმა იძალა და 13:15 მოიგო კიდეც. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩვენიანი უკვე სამხრეთ კორეელ იონგვან კიმთან 11:15 დამარცხდა.

69 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ქართველი მოკრივე ესკერხან მადიევი მერვედფინალშია.

ჩვენებურის მეტოქე აზერბაიჯანელი ლორენცო სოტომაიერი იყო. საწყისი ორი რაუნდი ქართველის სპორტსმენის უპირატესობით მიმდინარეობდა. მესამე რაუნდში ქართველის ძლიერი დარტყმების შემდეგ სოტომაიერმა ტრავმა მიიღო და მსაჯებმა ბრძოლა შეწყვიტეს. მომდევნო ეტაპზე ჩვენიანი უგანდელ შადირიგ ვოგის შეხვდება.

დღესვე სარბიელზე მოცურავე ირაკლი რევიშვილიც გავიდა, რომელიც 400 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში გამოდის. ჩვენებურმა მანძილი 3.57.49 წუთში დაფარა და ოთხკაციან გაცურვაში მესამე შედეგი აჩვენა.

ამავე დისტანციაზე კიდევ ოთხი გაცურვა იქნება, რის შემდეგ ფინალში 16 მოცურავე გავა. თუმცა, აქედანვე უნდა ვთქვათ, რომ რევიშვილს ნაჩვენები შედეგი ფინალში გასასვლელად საკმარისი არ იქნება.

საოცარი ბრძოლა და მარცხი მსოფლიო ჩემპიონთან - ლუხუმ ჩხვიმიანი რეპეშაჟში იჭიდავებს (ვიდეო) | Live.ge60 კილოგრამამდე ვაჟ ძიუდოისტთა შორის ლუხუმ ჩხვიმიანიც უმედლოდ დარჩა. მსოფლიოსა და ევროპის 2019 წლის ჩემპიონმა ჯერ აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს მოუგო, შემდეგ კი იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან დამატებით დროში გავფრთხილებებით დამარცხდა. ლუხუმი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც სამხრეთკორეელ კიმ ვონთან ასევე დამატებით დროში, ამჯერად უკვე იპონით წააგო.

ფინალში ერთმანეთს სწორედ ჩხვიმიანის მძლეველი ნაკატო და ტაიპეის წარმომადგენელი იუნგ ვეი იანგი შეხვდნენ, სადაც გამარჯვება მასპინძელს დარჩა.

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუამ და საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ლუკა მხეიძემ.

მხეიძემ კიმ ვონი დაამარცხადა ბრინჯაოს მედალი ირგუნა, ხოლო ჭკადუა ყაზახ იელდოს სმეტოვთან დამარცხდა.