ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა 2024 წლამდე და კიდევ ერთი წლით გაგრძელების უფლებით.
შეგიძლიათ მოიწონოთ ან დაიწუნოთ კლუბის ხელმძღვანელების ეს ნაბიჯი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: „მანჩესტერი“ აღარ ჰგავს ავგიას თავლას, რომელიც ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ კაპიტალურად უნდა დაასუფთაო.
გუნდს გაუჩნდა ღერძი და საჭიროებს მხოლოდ წერტილოვან სელექციას. და ეს პირველად სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის შემდეგ.
ესეც ბუნებრივია: ოლე გუნარი ხომ ფერგის მოწაფე იყო და 1996-2007 წლებში გუნდის ღირსებას იცავდა.
სულშერის „მანჩესტერი“ წინა სეზონში ევროპის ლიგის ფინალში გავიდა და პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა. როგორც პრესკონფერენციაზე სულშერმა თქვა:
„გუნდი უკვე არის. ახლა ტიტულების დროა“.