ლიბერტადორესის თასის საპასუხო მერვედფინალური მატჩი ბრაზილიურ „ატლეტიკო მინეიროსა“ და არგენტინულ „ბოკა ხუნიორსს“ შორის, ბელუ ორიზონტეში, დიდი დავიდარაბით დამთავრდა. შედეგად, „ბოკას“ ექვს ფეხბურთელსა და ოფიციალურ პირს ბრაზილიის პოლიციაში ყურყუტიც მოუწია.
საქმე ის არის, რომ ორივე მერვედფინალური მატჩი უგოლოდ დამთავრდა. პენალტების სერიაში კი ბრაზილიელებმა იმარჯვეს (3:1).
სტუმრები უკმაყოფილონი დარჩნენ ვარ-ის მიერ გაუქმებული გოლის გამო და მატჩის დამთავრების შემდეგ რამდენიმე მათგანი ბრაზილიელთა გასახდელში შევარდა. პოლიციამ, ცხადია, ზომები მიიღო. სამე იქამდე მივიდა, რომ სამართალდამცავებს ცრემლმდენი გაზის გაშვებაც მოუწიათ.
თვითმხილველებმა „ატლეტიკოს“ პრეზიდენტი, სერჟიო კოელიოც დალანდეს, რომელიც წყლის ბოთლს ესროდა მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს. მარკოს როხოს კი თავდასაცავად ხელში ცეცხლმაქრი ეჭირა.
გუნდი ბუენოს აირესში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ მათი ექვსი წევრი პოლიციის განყოფილებში აღმოჩნდა. მათ პოლიციელებზე თავდასხმაში და ინვენტარის განადგურებაში დასდეს ბრალი და ჯარიმად თითოეულს 3 ათასი რეალის (დაახლოებით 500 დოლარი) გადახდა დააკისრეს. ფეხბურთელებს ნაღდი ფული არ აღმოაჩნდათ და მათ მაგიერ ჯარიმა კოელიომ გადაიხადა. თუმცა, მოგვიამებით კლუბს აუნაზღაურებია ეს თანხა…
მეოთხედფინალში „ატლეტიკო“ მეორე არგენტინულ კლუბს, „რივერ პლეიტს“ შეხვდება.