პრემიერლიგის ფეხბურთელს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. პარასკევს ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და დაკითხეს. რომელ ფეხბურთელზეა ლაპარაკი ჯერ მალავენ, მაგრამ რაკი თავად ამბავი ცნობილი გახდა, ეჭვი არ არის, მალე გვარ-სახელსაც იტყვიან.
ჯერჯერობით ცნობილია, რომ ივლისში პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა. შემდეგ ფეხბურთელი კლუბმა მოკვეთა და ვარჯიშზე მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ დაუშვებს. იმ შემთხვევაში, თუკი ის უდანაშაულო აღმოჩნდება.
გაზეთ „სანის” წყაროები წერენ, რომ საქმეს დიდი მანჩესტერის (ადმინისტრაციული ერთეულია ინგლისში, რომელშიც შედის ქალაქები მანჩესტერი, ვიგანი, ბოლტონი, ბერი, როჩდეილი და სხვა) პოლიციის „განსაკუთრებულ შემთხვევათა გუნდი” იძიებს.
ერთმა წყარომ თქვა: „პოლიციამ ჩხრეკის დროს რამდენიმე ნივთი ამოიღო. თავად ეჭვმიტანილი ძალიან სერიოზული დანაშაულის თაობაზე დაკითხეს”.
კლუბის პრეს-სამსახური: „ვადასტურებთ, რომ მოვკვეთეთ პირველი გუნდის ფეხბურთელი, რისი მიზეზიც პოლიციის საგამოძიებო მოქმედებები იყო. ჩვენი კლუბი მაქსიმალურად დაეხმარება გამოძიებას, ოღონდ მეტ განცხადებას არ გააკეთებს”.
დაკითხვის შემდეგ ფეხბურთელი შინ დაბრუნდა, მაგრამ სახლში ჩამიჩუმი აღარ ისმოდა.
„სანის” წყარო: „გუნდში ყველა დაზაფრულია და იმედოვნებს, რომ ეს ამბავი ტყუილი გამოდგება. ეჭვმიტანილი გატრუნულია, აღარსად ჩანს”.
ფეხბურთელის აგენტმა კომენტარისგან თავი შეიკავა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
