იპონური სააგენტოების ცნობით, ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კოვიდით კიდევ ორი სპორტსმენი დაავადდა. ისინი ერთი ქვეყნიდან არიან. დაავადდა მეხუთეც, რომელიც ოლიმპიურ სოფელში არ ცხოვრობდა. ის პირველი ორის თანამემამულე არ არის, მაგრამ სამივე ერთი სახეობის წარმომადგენელია.
კოვიდი ასევე დაუდგინდათ: ერთ ჟურნალისტს, ოლიმპიური ობიექტის ერთ მუშას და 5 ადამიანს, რომლებიც ოლიმპიადის ტურნირების ორგანიზებით არიან დაკავებულნი.
არც ერთ შემთხვევაში თამაშების ორგკომიტეტი დაავადებულთა ვინაობას არ ასაჯაროებს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიური სურათიდან გამომდინარე, ტოკიოში 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე საგანგებო რეჟიმია შემოღებული.
ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გასტანს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
