Breaking News

მილანმა თავდასხმა აამაღლა

CHELSEA TRANSFER NEWS: Milan 'accelerates' Giroud pursuit!იტალიურმა „მილანმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა ლონდონის „ჩელსიდან“ ოლივიე ჟირუს ტრანსფერის შესახებ.
გარიგების დეტალები არ თქმულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 34 წლის ფრანგი ფორვარდი „სან სიროზე“ 2 წელიწადს ითამაშებს.
ოლივიე ჟირუმ ფრანგული „ტურის“ და „მონპელიეს“ შემდეგ, 2012 წელს ინგლისს მიაშურა და ჯერ „არსენალში“ 6, მერე კი „ჩელსიში“ 3 წელიწადს იბურთავა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი „არსენალში“ გატარებული პირველი წლები იყო. მაშინ აყლაყუდა (191 სმ.) ფორვარდი მაღლაც დაფრინავდა და მინდორზეც ტანკივით იყო. სწორედ ამ თვისებების გამო შეაჩერეს მასზე არჩევანი მილანელებმა – გუნდს შეტევაში სიმაღლე და აგრესია აკლიაო.

გიორგი ნოზაძე

მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".