დიდი ალბათობით, „სიტი“ ლიდერებს სატრანსფერო ბაზარზე გამოფენს. საუბარია გუნდის წამყვან ნახევარველებზე – რაჰიმ სტერლინგსა და რიად მაჰრეზიზე.
„სიტის“ სამიზნეში კი ჰარი კეინი და ჯეკ გრილიში ჰყავს ამოღებული. ორივე ერთად კი უზარმაზარი თანხა ღირს. იმისათვის, რომ ფინანსური წესებით განსაზღვრული ბალანსი არ დაარღვიონ, „ქალაქელებმა“ სხვა ფეხბურთელები უნდა გაყიდონ.
რატომ ეს ორი?
სტერლინგს ბოლო პერიოდში ძირითადში აღარ აქვს ადგილი დაჯავშნული, მაჰრეზი კი 30 წლისა მოიყარა და გვარდიოლას გუნდის გაახალგაზრდავების პოლიტიკას აღარ უხდება.
რაჰიმ სტერლინგში უდავოდ არის კომერციული და სპორტული პოტენციალი, რის გამოც შეიძლება დაიტოვონ. ასეთ შემთხვევაში ტრანსფერზე დადგებიან ლაპორტი, ვისაც გული ლა ლიგისკენ მიუწევს და ჟეზუსი, რომელსაც თვალთახედვის არედან არ უშვებს “იუვენტუსი”.
ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება მილიონ ევროებში ასეთია: სტერლინგი – 90, მარეზი – 42, ლაპორტი – 45, ჟეზუსი – 60. მსურველებს კი კეინი – გრილიშის წყვილი დაახლოებით 220-230 მილიონი დაუჯდებათ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
