See the source imageიპონური სააგენტოების ცნობით, ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კოვიდით კიდევ ორი სპორტსმენი დაავადდა. ისინი ერთი ქვეყნიდან არიან. დაავადდა მეხუთეც, რომელიც ოლიმპიურ სოფელში არ ცხოვრობდა. ის პირველი ორის თანამემამულე არ არის, მაგრამ სამივე ერთი სახეობის წარმომადგენელია.

კოვიდი ასევე დაუდგინდათ: ერთ ჟურნალისტს, ოლიმპიური ობიექტის ერთ მუშას და 5 ადამიანს, რომლებიც ოლიმპიადის ტურნირების ორგანიზებით არიან დაკავებულნი.

არც ერთ შემთხვევაში თამაშების ორგკომიტეტი დაავადებულთა ვინაობას არ ასაჯაროებს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიური სურათიდან გამომდინარე, ტოკიოში 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე საგანგებო რეჟიმია შემოღებული.

ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გასტანს.

წილი
წინა სტატიასიტიმ ლიდერები გაიმეტა
შემდეგი სტატიამილანმა თავდასხმა აამაღლა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".