
გარიგების დეტალები არ თქმულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 34 წლის ფრანგი ფორვარდი „სან სიროზე“ 2 წელიწადს ითამაშებს.
ოლივიე ჟირუმ ფრანგული „ტურის“ და „მონპელიეს“ შემდეგ, 2012 წელს ინგლისს მიაშურა და ჯერ „არსენალში“ 6, მერე კი „ჩელსიში“ 3 წელიწადს იბურთავა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი „არსენალში“ გატარებული პირველი წლები იყო. მაშინ აყლაყუდა (191 სმ.) ფორვარდი მაღლაც დაფრინავდა და მინდორზეც ტანკივით იყო. სწორედ ამ თვისებების გამო შეაჩერეს მასზე არჩევანი მილანელებმა – გუნდს შეტევაში სიმაღლე და აგრესია აკლიაო.