Report: We Could Be Getting A Joint Italy-Saudi Arabia Bid For 2030 FIFA World Cupმსოფლიოს ერთერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანას მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს და ამის გაკეთებას კიდევ ერთ თანამასპინძელთან ერთად აპირებს.

ამერიკული კონსალტინგ კომპანია BCG მჭიდროდ თანამშრომლობს საუდეთის მთავრობასთან. ამ ჯერზეც რამდენიმე პარტნიორი ურჩია, ოპტიმალურად კი ეგვიპტესთან და მაროკოსთან საზიარო განაცხადი მიიჩნია.

თუმც საუდები ასე არ ფიქრობენ ფინანსური რისკების, ქვეყნების ეკონომიკებზე შესაძლო გავლენის და უსაფრთხოების საკითხების გამო. ამ მხრივ ევროპული ქვეყანა იდეალური პარტნიორი იქნებოდაო…

არჩევანი იტალიაზე შეჩერდა. საუდეთსა და იტალიას გარდა დალაგებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირებისა, სპორტში თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვთ – 2022 წლის იანვარში საუდის არაბეთი იტალიის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.

რაც შეეხება 2030 წლის მონდიალის მასპინძლობის სხვა მსურველებს, ერთობლივი განაცხადების წარდგენას ინგლისი-ირლანდია და ესპანეთი-პორტუგალია აპირებენ.