
„რომა“ იძულებულია მის შემცვლელზე იფიქროს.
თავისუფალ აგენტთა ბაზარზე „რომას“ რომ დააკმაყოფილებდა, ისეთი მარცხენა მცველი არ მოიძებნა.
სამაგიეროდ, რომაელები „მანჩესტერის“ ალექსის ტელესს აკვირდებიან, რომელმაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრი ბრძოლა პირწმინდად წააგო ლუკ შოუსთან.
წინა სეზონში ტელესმა ჯამში 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.