იტალიის ნაკრების გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ში გადადის…
ეს ამბავი დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რადგან 22 წლის ფეხბურთელმა მილანი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
„მილანი“ ჩემი მეორე სახლია და ყოველთვის ამ გუნდის ქომაგად დავრჩები“, – ცრემლიანი თვალებით იძლეოდა ინტერვიუს დონარუმა და ალბათ ფიქრობდა, რომ არავინ იცის პსჟ-ში წასვლის რეალური მიზეზი – 22 წლის ბიჭისთვის ძალიან დიდი ფული.
ხვალ დონარუმა პარიზში ჩაფრინდება, კონტრატს ხელს მოაწერს, გუნდს გაიცნობს და რამდენიმე დღით დასასვენებლად წავა, რაც ალალად და უსათუოდ სჭირდება ახლად დასრულებული ევროპირველობის საუკეთესო ფეხბურთელს.
პეტერ შმეიხელი (1992) დღემდე ერთადერთი მეკარე იყო, ვისაც ასეთი პატივი ერგო.