სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2021 წელს უკვე დიდი სლემის სამი ტურნირი მოიგო და თუ ამერიკის ღია პირველობაზეც იმარჯვებს, კალენდარულს სლემს შეასრულებს. კიდევ ერთი დიდი ტურნირი 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია. იქ გამარჯვების შემთხვევაში კი, ოქროს სლემს გამოჰკრავს ხელს, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

See the source imageოქროს სლემის ასეთი შანსი სერბს ნამდვილად აღარ ექნება, რადგან მომდევნო ოლიმპიადამდე სამი წელიწადია დარჩენილი და არავინ იცის, 34 წლის ნოლე როგორ ფორმაში იქნება.

თუმცა, ჯოკოვიჩი სხვაგვარად ფიქრობს და ოლიმპიადაზე მონაწილეობა, შესაძლოა, გადაიფიქროს. მიზეზი? ოლიმპიადაზე მაყურებელი არ იქნებაო.

„ოლიმპიადაზე მაყურებელს რომ არ დაუშვებენ, ეს არ არის კარგი ინფორმაცია. ასევე გავიგე, რომ მკაცრი შეზღუდვები იქნება ოლიმპიურ სოფელში და თვალს ცოცხლად ვერც სხვა სპორტის სახეობებს მივადევნებთ. ოლიმპიადაზე თამაში ჩემს გეგმებში შედიოდა, მაგრამ ახლა ვერ გეტვით რას გადაწყვეტილებას მივიღებთ, ან ვითამაშებ ტოკიოში, ან – არა“, – თქვა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

წილი
წინა სტატიადი პაული ამაყობს, რომ ატლეტი გახდა
შემდეგი სტატიარაღა დროს ცრემლებია?!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...