See the source image„ბარსელონა“ არ აპირებს ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოში“ გაყიდვას და ამით საჩემპიონო ბრძოლაში უშუალო კონკურენტის გაძლიერებას.
როგორც ჩანს, ბარსელონაში სწორი დასკვნები გამოიტანეს ასევე „ატლეტიკოში“ გაშვებული ლუის სუარესის მიერ გაწნული სიმბოლური ალიყურიდან – სუარესის 21-მა გოლმა დიდწილად განაპირობა „ატლეტიკოს“ ჩემპიონობა.
ბუნებრივია, გრიზმანს მადრიდში დაბრუნება უჯობს, მაგრამ „ბარსელონა“ ფეხბურთელისთვის კლუბს ინგლისსა და იტალიაში ეძებს.
არადა, გრიზმანი სასწრაფოდ უნდა გაიყიდოს, რაც სახელფასო უწყისს მნიშვნელოვნად დაარეგულირებს.
მანამდე კი „ბარსელონა“ მესისთანაც ვერ აგვარებს საკონტრაქტო პრობლემებს.