მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა არგენტინელ მწვრთნელთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ – დიეგო სიმეონე მადრიდში 2024 წლის ივნისამდე დარჩება.
გასულ 10 წელიწადში ელ-ჩოლომ გუნდი ორჯერ გააჩემპიონა, ორჯერ მოაგებინა ევროპა ლიგა, ორჯერ ევროპის სუპერთასი და კიდევ თითოჯერ ესპანეთის თასი და სუპერთასი.