Euro 2020 fan fell '20ft from Wembley's upper tier onto concrete after  trying to fix a flag' during England matchუეფამ ინგლისის ნაკრების ირგვლივ გამოძიება რომ დაიწყო, უკვე ვწერდით. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინურ საკითხთა კომიტეტმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია 30.000 ევროთი დასაჯა.

ინგლისელებს უსაქციელობის სამ ფაქტი დაუდეს და შესაბამისი სანქციებიც დააკისრეს:

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის პენალტის შესრულების დროს დანიელთა მეკარეს კასპერ შმეიხელს ინგლისელი გულშემატკივრები სახეზე მწვანე ლაზერს ანათებდნენ;

ინგლისელები ასევე დამნაშავედ სცნეს ეროვნული ჰიმნების უპატივცემულობაში;

მესამე ბრალდება კი, სტადიონის შიგნით ფოიერვერკების გაშვებაა.