ლეო მესის არგენტინამ ანხელ დი მარიას ერთადერთი გოლით დაამარცხა ბრაზილია და „კოპა ამერიკის“ დიდი თასი აღმართა. ეს მესის პირველი სანაკრებო ტიტულია და პირველი დღე, როცა ამ რანგში დადის.
სამაგიეროდ, სულ სხვა სიტუაცია აქვს კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც ჯერაც ევროპის მოქმედი ჩემპიონია, სანამ არბიტრი იტალია-ინგლისის ფინალის დასრულებისას არ ჩასტვენს.
ფეხბურთის ორი გენიოსი კონტინენტური პირველობების გამარჯვებულთა სახელს მხოლოდ დღეს, 2020 წლის 11 ივლისს ატარებენ. ხვალ ევროპას ახალი ჩემპიონები ეყოლება.