ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ორ მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ერთი ინფიცირებული ლიეტუვადანაა, ვინც საწვრთნელ შეკრებაზე ქალაქ ჰირაცუკაში იმყოფებოდა. ისრაელიდან ჩასულ სპორტსმენს კი, დადებითი ტესტი ტოკიოს აეროპორტშივე „ამოუვარდა“.
ბოლო დროს ინფიცირების რაოდენობამ იაპონიის დედაქალაქშიც იმატა და ქალაქის პრეფექტურამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, რომელიც 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე გასტანს. ოლიმპიური თამაშების დღეებიც ამ პერიოდში მოხვდა.
ჯერ საუბარია მაყურებელთა რაოდენობის შემცირებაზე (5.000 ადამიანი) ტოკიოში, ხოლო მის მიმდებარე პრეფექტურებში – ტიბა, კანაგავა და საიტამა, თამაშები მაყურებლების გარეშე ჩაივლის.
ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
