ლუი ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებს მესამედ ჩაიბარებს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ მთავარი პრეტენდენტია – ფედერაციის ხელმძღვანელობა 69 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
პირველად „ნარინჯისფრები“ 2000 წელს ჩაიბარა, მაგრამ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დატოვა და თავადაც წავიდა.
მეორედ 2014 წლის მონდიალზე ათამაშა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც არგენტინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ვან გაალიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ წავიდა.
ნიდერლანდების ნაკრები კი, მწვრთნელის ძიებაშია მას შემდეგ, რაც ევრო 2020-ზე მერვედფინალში ჩეხეთთან დამარცხდა და ფრენკ დე ბურმა თანამდებობა დატოვა.





