Stanislav Cherchesov news — RTრუსეთის საფეხბურთო კავშირმა ქვეყნის ნაკრებს სტანისლავ ჩერჩესოვი მოაშორა.
ჯერ ამბობდნენ, რომ ჩერჩესოვი პირგასამტეხლოს არ აიღებდა, დღის ბოლოს კი ითქვა, რომ დაახლოებით 300 მილიონ რუბლს გადაუხდიან.
ამასობაში კი რამდენიმე რუსმა სპეციალისტმა იუარა ჩერჩესოვის მემკვიდრეობა.
ითქვა, რომ ნაკრებს უცხოელი, უფრო გერმანელი მწვრთნელი გამოადგება. ახსენეს იოაჰიმ ლიოვის სახელიც.
ორ კანდიდატთან კონტაქტი უკვე შედგა, თუმც ისინი მალევე თამაშგარეში დარჩნენ.
იოაჰიმ ლიოვს და ანდრე ვილაშ-ბოაშს ისეთი გვარიანი მადა აღმოაჩნდათ, რუსებიც გააოცეს.