ბექა მიქელთაძე: მთავარია მწვრთნელის ნდობა... რა შეიცვალა მიქელთაძისთვის  კვიპროსში გადასვლით | Lelo.Ge„ნიუკასლ ჯეტსი“ მოხარულია, რომ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ ბექა მიქელთაძესთან. საქართველოს ნაკრების შემტევი ბერძნული კლუბიდან შემოგვიერთდა. მისი აყვანა ნამდვილი გადატრიალებაა კლუბისთვის, რადგან მიქელთაძის გადაბირებაში რამდენიმე კონკურენტი გვყავდა“, – წერს ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეტსის“ პრეს სამსახური.

დიახ, არ მოგესმათ, ავსტრალიური კლუბის პრეს სამსახური…

ბექა მიქელთაძემ ავსტარლიურ „ნიუკლასლ ჯეტსთან“ გააფორმა კონტრაქტი და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც „მწვანე კონტინენტზე“ ითამაშებს.

23 წლის შემტევის ტრანსფერზე კომენტარი “ნიუკასლ ჯეტსის” მენეჯერმა არტურ პაპასმა გააკეთა.

„ბექა მიქელთაძის დამატებით ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს არის ის მოთამაშე, რომელიც გუნდის დაკომპლექტების საწყის პროცესში დავითანხმეთ და ვფიქრობთ, ის ჩვენს სათამაშო სისტემას ძალიან ერგება. მიქელთაძე ახლა ისეთ ასაკშია, როცა ზრდა კიდევ შეიძლება. მას აქვს უნარი, ბევრი რამ შეცვალოს თავდასხმაში. მის ჩამოსვლას მოუთმენლად ველოდებით”, – თქვა პაპასმა.

თავად ბექა მიქელთაძემ ავსტრალიურ კლუბში გადასვლის შემდეგ თქვა:

„ვამაყობ და ბედნიერი ვარ. „ნიუკასლმა“ გამოავლინა ჩემ მიმართ ინტერესი და მინდა, ეს ნდობა გავამართლო. მათ შესახებ ბევრი რამ გავიგე და კლუბში ჩამოვდივარ იმისთვის, რომ უმაღლესი ადგილისთვის ვიბრძოლო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს ყველა მათი მიზნის მიღწევაში დავეხმარო“.

ბექა ბოლოს საბერძნეთის „ქსანთიში“ თამაშობდა, იქამდე კი რუსულ კლუბებში. საქართველოს ნაკრებში კი დებიუტი ახლახან ჰქონდა.