მას შემდეგ, რაც “ინტერი” გააჩემპიონა, ანტონიო კონტეს სულ უფრო ხშირად ადარებენ ჟოზე მოურინიოს.
სეუ ჟოზემ ამაზე კომენტარი გააკეთა და როგორც უმრავლეს შემთხვევაში გამოსდის, გაღიზიანებული ტონი ჰქონდა.
„კლუბის ისტორიაში არიან მწვრთნელები, რომლებიც არავის უნდა შეადარო. „რომაში“ ასეთები ლარს ლიდჰოლმი და ფაბიო კაპელო არიან, „ინტერში“ კი მე და ელინიო ერერა”.
შეგახსენებთ, ჟოზე „ინტერს“ 2008 – 2010 წლებში წვრთნიდა და ტრებლამდე (სკუდეტო, იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა) მიიყვანა.
See the source image