დიდი როჯერ ფედერერი „უიმბლდონს“ დაემშვიდობა… დაემშვიდობა წლეულს და შესაძლოა…  8 აგვისტოს „მაესტროს“ 40 წელი შეუსრულდება, ასეთ ასაკში კი:

„დავიღალე, დიდი სიამოვნებით დავიძინებდი აქვე. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ მატჩის წაგება, თუმცა ვთვლი რომ 39 წლის ასაკში მეოთხედფინალში გასვლა ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ლონდონში გაისადაც, თუმცა ჩემს ასაკში წინასწარ ვეღარაფერს დაგეგმავ“, – ნაღვლიანად თქვა „უიმბლდონის“ ლეგენდამ იმ პრესკონფერენციაზე, რომელიც 24 წლის პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან სამ სეტში დამარცხების შემდეგ გამართა.

შარშან როჯერ ფედერერმა მუხლზე 2 ოპერაცია გაიკეთა და წლეულს სულ 4 ტურნირზე ითამაშა. ერთხელ, გეხსომებათ, ის ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაამარცხა.

საინტერესო ამბავი: როჯერ ფედერერმა კარიერაში მესამედ და პირველად 2002 წლის შემდეგ წააგო „უიმბლდონზე“ 3 სეტში. XXI საუკუნეში კი მეორედ დათმო სეტი გეიმის მოუგებლად – 3:6 6:7 0:6.

შეგახსენებთ, როჯერ ფედერერს „უიმბლდონი“, ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი,  8-ჯერ აქვს მოგებული.

 

 

წილი
წინა სტატიაპირველი ქართველი მწვანე კონტინენტზე
შემდეგი სტატიამე და ელინიო ერერა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...