No description available.ინგლისის ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ შარშიც გაეხვა. ფეხბურთის ფუძემდებლებმა ნახევარფინალში დანიას დამატებით დროში 2:1 მოუგეს, მაგრამ ამ მატჩის ირგვლივ უეფამ გამოძიება დაიწყო.

გადამწყვეტი გოლი დანიელთა კარში მას შემდეგ გავიდა, რაც რაჰიმ სტერლინგის წაქცევისთვის საკამათო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ჰარი კეინმა ვერ გაიტანა – კასპერ შმეიხელმა აჯობა, მაგრამ დამატებაზე იმავე კეინმა ყველას დაასწრო და მაინც შეაგდო.

მერე კი როგორც გაარკვიეს, დარტყმამდე ტრიბუნიდან მავანმა გულშემატკივარმა დანიელთა მეკარეს თვალებში ლაზერის სხივი მიანათა.

ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრესს-სამსახურის ცნობით, გამოძიება მარტო ამ კუთხით არ წარიმართება – ინგლისელმა გულშემატკივრებმა დანიის ჰიმნის დროს ტრიბუნეზე პიროტექნიკა გამოიყენეს.