„კოპა ამერიკის“ ფინალში სამხრეთ ამერიკული კლასიკო იქნება – ბრაზილია vs არგენტინა. გადამწყვეტი მატჩის წინ ორივე გუნდი დამშეულია ბრაზილიას 2007 წლის შემდეგ არ მოუგია, ხოლო არგენტინა 1993 წლიდან მოყოლებული ცდილობს კონტინენტზე საუკეთესო გახდეს.
„კოპა ამერიკის“ მოგება ასევე აუხდენელი ოცნებაა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლეო მესისთვის. ახლა იქნებ ეს ბოლო შანსი იყოს. მესიმ კოლუმბიასთან ნახევარფინალურ მატჩში ტრავმა მიიღო და კოჭიდან სისხლიც სდიოდა, მაგრამ მაინც ბოლომდე ითამაშა და პენალტების სერიაშიც დაგვანახა ოსტატობა.
ბრაზილიას კი ფინალში გაბრიელ ჟესუსი დააკლდება, რომელმაც ჩილესთან მეოთხედფინალურ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. კომნებოლის ფედერაციამ ბრაზილიელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა. თუმცა, არც არავინ ელოდა, რომ უფრო ლმობიერი სასჯელი იქნებოდა – ჟესუსმა გაშლილი ფეხი სახეში ჩასცხო მეტოქეს.
გადამწყვეტი მატჩი 11 ივლისს, „მარაკანაზე“ გამართება და 03:00 საათზე დაიწყება.