დიახ, ბორჯღალოსნებს აღარ მოუწევთ სამხრეთ აფრიკასთან სერიის მეორე ტესტ-მატჩის გამართვა. პრინციპში, ამის მაღალი ალბათობა ჯერ კიდევ გუშინწინ გაჩნდა, როცა „ქურციკების“ ბანაკში კოვიდ-ტესტირებამ ერთბაშად 10 დადებითი პასუხი მოიტანა, გარდა ამისა, 4 ინფიცირებული ჩვენს გუნდშიც დაფიქსირდა.

დღეს საექსპერტო კომპანიამ აღნიშნული შედეგები დაადასტურა და „მსოფლიო რაგბისა“ და ჯანმოს რეგულაციების თანახმად, 10 ინფიცირებული ერთ გუნდში ნიშნავს, რომ თამაშის ჩატარება შუძლებლად უნდა გამოცხადდეს. გამოცხადდა კიდეც…

ამასობაში გავრცელდა ხმები, რომ სამხრეთაფრიკულ ტურნეზე მყოფ „ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს“ ადგილობრივ ფრენჩაიზ „ბულზთან“ მატჩი იგივე მიზეზით გაუუქმდა – მასპინძელთა ბანაკში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, და 4 წელიწადში ერთხელ შესაკრები ვარსკვლავური გუნდი სპარინგ-პარტნიორის გარეშე დარჩენას არ აპირებს: დამდეგ უქმეებზე ბორჯღალოსნებთან ჯახის ორგანიზებას შეეცდება.

No description available.