ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, თბილისის „დინამომ“ ევროტურნირები მარცხით დაიწყო. ეს არ გაგკვირვებია, რადგან გუნდის ბოლოდროინდელი პოლიტიკა მარცხისთვის არის განწირული.
„დინამომ“ სამეზობლოში წააგო – ბაქოს „ნეფთჩისთან“. თუ რატომ არ გაძლიერდა „დინამო“ ევროტურნირებისთვის, ეს სხვა საკითხია. თქვა კიდეც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ – რა ბიუჯეტიც გვქონდა ისე გავძლიერდითო. ეს კი, „ნეფთჩისთან“ საკმარისი არ აღმოჩნდა.
უხეში და უპატიებელი შეცდომების გამო წააგო „დინამომ“. პლუს კლასი, რომელიც არ ეყოთ, თორემ რიგ ეპიზოდებში სჯობდნენ კიდეც მეტოქეს.
ეს ყველაფერი არც გულშემატკივრებს მოეწონათ და მეორე ტაიმის განვალობაში ტრიბუნიდან ისმოდა შეძახილი – „დინამო“ ფიფიას გარეშე, რასაც ნამატჩევს გულშემატკივრებსა და კლუბის ხელმძღვანელობას, ან მათთან დაახლოებულ პირებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფებიც მოჰყვა.
ღირს ამად?