მაურიციო სარი 2019-20 წლების სეზონში „იუვენტუსს” წვრთნიდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდა, სარი სეზონის ბოლოს თანამდებობიდან მოხსნეს. ახლა ის „ლაციოს” უდგას სათავეში.
„სპორტიტალიისთვის” მიცემულ ინტერვიუში მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუსთან თანამშრომლობის პერიოდი გაიხსენა. მან თქვა:
„კრიშტიანუს ხელმძღვანელობა იოლი საქმე არ არის. ის მრავალფუნქციური კომპანიასავითაა. მას უამრავი პირადი ინტერესი აქვს, არადა ამ დროს საჭიროა გუნდთან ერთად ავარჯიშო. რონალდუ არის კაცი, რომელსაც სოციალურ მდიაში 200 მილიონზე მეტი ფოლოვერი ჰყავს, ეს კი ქმნის სიტუაციას, რომელიც გუნდის და ფეხბურთის მწვრთნელის შესაძლებლობების ფარგლებიდან გადის.
მე გაცილებით უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე მენეჯერი. მოედანზე სახალისო, საინტერესო ამბები ხდება, მენეჯერული საქმიანობა კი მაწუხებს.
რასაკვირველია, რონალდუს გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს, მაგრამ… მისი გაშვება? იცით, თუ კლუბის ბიუჯეტი ამას მოითხოვს, მაშინ მართლაც, ხუთი-ექვსი ფეხბურთელის გაშვებას ერთის გაშვება სჯობია. თან, მისი გუნდში ყოლა იმას ნიშნავს, რომ სხვა ყველა მას უნდა მოარგო.
იმ წელიწადს ჩვენ ჩემპიონები გავხდით და ეს ამბავი ყველამ ისე მიიღო, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო. არც კი უზეიმიათ. ფეხბურთელები სადილად ცალცალკე წავიდნენ. იქნებ სჯობდა „იუვენტუსის” მწვრთნელი ამ ზაფხულს გავმხდარიყავი. მას მერე, რაც ამ გუნდმა გასულ სეზონში მეოთხე ადგილზე გასვლა იზეიმა”.