კრიშტიანუ რონალდუს შესახებ თუ არ იჭორავა, რით შეიქციოს თავი საფეხბურთო სამყარომ? აგერ, ხან თქვეს „მანჩესტერში“ ბრუნდებაოო, ხანაც მოურინიო „რომაში“ ელისო, ეს კიდევ ადგა და…

– მზად ვარ, გუნდში კიდევ ერთი წლით, ანუ 2022 წლის ივნისამდე დავრჩე, – შეუთვალა კრიშტიანუმ საკუთარი აგენტის, ჟორჟე მენდეშის პირით „იუვენტუსის“ ბოსებს.

აბა, მათ რაღა უნდა ჰქონდეთ საწინააღმდეგო? წინა სეზონში ხომ რონალდუმ სერია А-ში 29 გოლი მიითვალა და საუკეთესო ბომბარდირობაც ირგუნა.

როდის მიიღებს კრიშტიანუ საბოლოო გადაწყვეტილებას