See the source imageამერიკის მძლეოსანთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 100 მეტრზე მორბენალი შაკირ რიჩარდსონი, ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებს.

რიჩარდსონმა მოიგო ადგილობრივი შესარჩევი ტური, მაგრამ იმ დღესვე აღებულ დოპინგ-ტესტმა მის ორგანიზმში მარიხუანას კვალი აღმოაჩინა. სპორტსმენმა მინიმალური სასჯელი მიიღო – ერთი თვე ვერ იასპარეზებს. აგრეთვე ვერ გამოვა ტოკიოში, რადგან მისი შედეგი ანულირებულია. თუმცა, შანსი აქვს ესტაფეტაში მიიღოს მონაწილეობა.

სპორტსმენს რამდენიმე მიმომხილველი და სპორტსმენი გამოექომაგა, მათ შორის დამიენ ლილარდი, რომელიც ტოკიოში ამერიკის საკალათბურთო ნაკრებთან ერთად იქნება. თუმცა, ეს უკვე არაფერს ცვლის…